იმიტირებული სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2018-12-11
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, 2018 წლის 1,2 და 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, იმიტირებული პროცესი გაიმართა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის 20 სხვადასხვა სკოლისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობდა.
დასკვნით ეტაპზე 8 სასამართლო პროცესი გაიმართა. ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის - 2018’’ გაიმარჯვა ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლის გუნდმა.
იმიტირებული სასამართლო პროცესი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და ცოდნის გაღრმავებას.