თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამძიმარი
2022-07-27
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონი ნუნუ ნემსიწვერიძის გარდაცვალების გამო. ვიზიარებთ მისი ოჯახის და ახლობლების მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ. ქალბატონი ნუნუს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სასამართლო სისტემისთვის და კოლეგებისთვის.