თბილისის სააპელაციო სასამართლოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ
2023-05-02
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. ტურის ბოლოს სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია