ვახუშტი მენაბდის საჯარო ლექცია
2014-01-31
30 იანვარს განგრძობადი პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე:
"საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე"
ლექციას უძღვებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი - ვახუშტი მენაბდე.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციების გამიჯვნასთან, ნორმათა ერთვაროვან ინტერპრეტაციასთან და საკონსტიტუციო წარდგინების ინსტიტუტთან მიმართებით