ზამთრის აკადემია - სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისათვის
2013-12-20
გერმანიის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროსა


და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია ხორციელდება იურისტთა სწავლებისა და გადამზადების პროგრამა − "ზამთრის აკადემია - სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისათვის".

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იურისტები საქართველოდან, აზერბაიჯანი და სომხეთიდან 3 კვირის მანძილზე, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. კურსის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: სამოქალაქო სამართლის თეორია და პრაქტიკა, პრაქტიკული კომუნიკაცია, საპრეზენტაციო უნარები, მოლაპარაკების ხელოვნება, ლიდერული უნარ-ჩვევები და სხვა.

წელს, აღნიშნული პროგრამაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორმა თანამშრომელმა: ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწემ ეკა მაჭარაშვილმა და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე თორნიკე კაპანაძემ.

ეკა მაჭარაშვილის განცხადებით აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდის კუთხით, ვინაიდან, სასწავლო პროგრამის ფარგლებში კურსებს წაიკითავებს გამოცდილი საერთაშორისო დონის სპეციალისტები.

სასწავლო კურსის ერთ-ერთი თემაა ევროპული კანონმდებლობის ქართლ კანონმდებლობასთან დაახლოება, რაც ძალიან საინტერესო საკითხია. ამ პროგრამაში გამოცდილი და კვალიფიციური იურისტები მონაწილეობდნენ, რაც პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განმარტავს ეკა მაჭარაშვილი.

თორნიკე კაპანაძის თქმით წელს აღნიშნულ პროგრამაში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მონაწილე იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის მიმართ იურისტებში ძალიან დიდია.

ეს არის, კომუნიკაცია და პრაქტიკის გაზიარება იურისტებს შორის, ასევე ახალი კონტაქტები, რაც სამართლებრივ სივრცეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ეს კურსი არის ძალიან დიდი გამოცდილება ნებისმიერისათვის ვინც სამართლის სფეროში მუშაობს." - ამბობს პროგრამის მონაწილე თორნიკე კაპანაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, რისთვისაც სასამართლოში მუდმივად ტარდება ტრეინიგები, პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და სემინარები.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია