ქეთევან მესხიშვილის საჯარო ლექცია
2014-02-18
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მეხსიშვილმა, სააპელაციო სასამართლოში, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ლექცია წაიკითხა.

"ფულადი ვალდებულების შესრულება" - ასე ეწოდება ლექციას, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ორ მთავარ საკითხზე: სამომხმარებლო კრედიტი და ფულადი ვალდებულების შესრულება.

განხილული იქნა სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლი, რომელიც სამომხმარებლო კრედიტს აწესრიგებს. ამ თემის ირგვლივ საუბარი იყო მუხლის მოქმედების ფარგლებზე, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულების ფორმაზე, სუბიექტებსა (კრედიტის გამცემი, კრედიტის მიმღები და გამყიდველი) და შესაგებლის უფლებაზე.

ასევე აღსანიშნავია, განხილული სამოქალაქო კოდექსის 383-ე, 386-ე, 387-ე მუხლები (ანუ ფულადი ვალდებულების ცნება, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი, ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა) და ასევე 389-ე მუხლი, ფულადი ვალდებულების გადახდა ერთეულის კურსის შეცვლისას.

ამ თემის ფარგლებში საუბარი იყო ნომინალიზმის პრინციპზე (თუ რამდენად იცავს ეს მუხლი ნომინალიზმის პრინციპს, როგორია სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით, როგორ უნდა განიმარტოს ეს მუხლი), კურსთა ცვლილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ფულის ერთეულის (კურსის) ცვლილებაზე, როგორც მხარეთა რისკის დასაშვები ფარგლებზე, ვალუტის ცვლილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატიურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნემისმიერ მსურველს შეუძლია.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია