სისხლის დონაცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად
2014-04-03
შვიდი წლის თემო ცერცვაძის და ყველა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.
ლეიკემიის დიაგნოზის მქონე ბავშვები რომლებიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, მუდმივად საჭიროებენ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტებს, დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით, მოგეხსენებათ ქვეყანაში მოსახლეობა ამ კუთხით არ აქტიურობს, რის გამოც ძალიან ხშირად იქმნება სისხლის დეფიციტი...
იმისათვის რათა, შეიქმნას თანადგომისა და სამოქალქო ჩართუობის მაგალითი, რათა წახალისდეს სისხლის დონაცია, თბილისის სააპელაციო სასამართლო, როგორც განსაკუთრებულად მაღალი პასუხისმგებლოს მქონდე უწყება მუდმივად აქტურად იქნება ჩართული ყველა მსგავსი ტიპის აქციაში.
სააპელაციოს თანამშრომლებმა უკვე მეორედ გაიღეს სისხლი ლეიკემიის დასამარცხებლად.