სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2014-04-29
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილისა და „ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აპრილის განკარგულებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ მიერ ქალაქ გორის მერობის კანდიდატად წარდგენილი - ირაკლი ოქრუაშვილი.

აღნიშნული განკარგულება გასაჩივრებული იქნა პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსათვის” და პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო პარტიის“ მიერ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 22 აპრილის განკარგულებით გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აპრილის განარგულება ქალაქ გორის მერობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია