ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება თავისუფალ უნივერსიტეტთან
2014-05-28
თავისუფალ უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსერსიტეტს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ნათია ხანთაძემ და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა სტუდენტებს, სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

ამავდროულად, სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საქმეთა ანალიზების განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია