სტუდენტები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-05-30
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში გ. რობაქიძის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.

ვიზიტით ფარგლებში, სტუდენტებისათვის ჩატარადა ლექცია/პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში განხილული იქნა სასამართლო სისტემა, სასამართლოს ტიპები, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა მრავალი.

ლექციის ფარგლებშივე სტუდენტები შეხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მრჩეველს კახა კობერიძეს, რომელმაც სტუდენტებს გააცნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. სტუდენებს შეხვდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე შორენა ყაველაშვილიც მისი პრეზენტაციის თემატიკა მოსამართლის საქმიანობას შეეხებოდა. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვიზიტის მეორე ეტაპზე, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, სასამართლო დარბაზები, კანცელარია და უსაფრთხოების ოთახები.

აქვე შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში მსგავსი ტიპის შემეცნებითი ტურები მუდმივად იმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია