სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2014-09-10
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მიღებაზე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით.
კონკურსს ჩაატარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 19 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ „თბილისის სააპელაციო სასამართლო“.