პრეზენტაცია სკოლა: "ჯეჯილში"
2014-12-16
სკოლა ჯეჯილი დღეს სააპელაციო სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პრეზენტაციებს მასპინძლობდა. პროექტ „სამართლის ქალაქის“ ფარგლებში მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით სამართლის სახალისო ლიტერატურას ეცნობიან.

წიგნი „სამართლის ქალაქი“ არის დამხმარე ლიტერატურა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სამართლებრივი კაზუსები. სახელმძღვანელო ასევე მკითხველს სთავაზობს, კაზუსის ამოხსნასა და სამართლებრივ განმარტებას.

ამავე პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ბავშვთა სახალისო საიტი teen.court.ge, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს სამართლის ქალაქის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს.

ასევე, საიტზე მოზარდები შეძლებენ ნახონ სპეციალურად მათთვის შექმნილი: ილუსტრირებული წიგნები გასართობი და ინფორმაციული შინაარსით, სამართლებრივი ლექსიკონი ბავშვებისათვის (ლექსიკონი ინტეგრირებულია ვებ-გვერდთან); ტესტები (სხვადასხვა თემატიკის და სირთულის რამდენიმე დონე), რომელთა გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ გამოცადონ საკუთარი ცოდნა.

საიტზე განთავსდება სამართლის კურსი, რომლის გავლის შემდეგ მომხმარებლები მიიღებენ სერტიფიკატს სასამართლოსგან. აქვე ნებისმიერი ვიზიტორი შეძლებს მოიძიოს: სამართლებრივი შინაარსის გასართობი და მიმზიდველი თამაშები, ვიქტორინები და მრავალი სხვა საინტერესო ინფორმაცია.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჩუქრად გადაეცათ წიგნი: "სამართლის ქალაქი"
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია