სისხლის ჩაბარების აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
2014-12-18
დღეს სააპელაციო სასამართლოში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა, სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

ვიაზრებთ რა დიდ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს საზოგადოების წინაშე აქვს, უკვე მეორე წელია სააპელაციო სასამართლოს თითოეული თანამშრომელი ცდილობს სულ მცირედი წვლილი მაინც შეიტანოს იმ ბავშვების გადასარჩენად, რომლებიც ლეიკემიის მძიმე სენს ებრძვიან.

თოთო ადამიანის მიერ გაღებული სისხლი, ლეიკემიით დაავადებულ ერთ ბავშვს 3 დღით უხანგრძლივებს სიცოცხლეს.
სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ვინც აქციაში მიიღო მონაწილეობა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებს სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია