სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა
2014-12-19
"სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით პალატა დამატებით განმარტავს, რომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა უკავშირდება დარღვევის ფაქტის შეტყობას. შეუძლებელია, მემკვიდრეს მოეთხოვოს სარჩელის შეტანა სამკვიდროს გახსნიდან გარკვეულ ერიოდში, როცა ამ პერიოდში მისთვის უცნობია მისი უფლების დარღვევის შესახებ. ასეთი სახის განმარტება ყოველგვარ აზრსაა მოკლებული და ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკის კანონებ."

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა სამოქალაქო სამქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება: 2ბ/6068-13;

გადაწყვეტილებაში განხილული თემებია:

სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა;
საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;
კეთილსინდისიერი შემძენი; სამკვიდროს მიღება;
სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა;
ხანდაზმულობის ვადის დაწყება;
მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლება;

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია:

სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1450. სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა;
სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;
სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 185. შემძენის ინტერესების დაცვა;
სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება;
სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1447. უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა;
სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა;
სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება;
მიმაგრებული ფაილები
ბმულები

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია