პატიმრობის გამოყენების სტანდარტი
2015-02-11
,,პატიმრობის გამოყენებისათვის კანონმდებლობა აუცილებელ სტანდარტად მიიჩნევს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ჭეშმარიტი საჯარო ინტერესის სპეციალური ნიშნების არსებობას, რომლებიც უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, გადაწონის პიროვნების თავისუფლების მოთხოვნას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაში ,,ალექსანდრე მაკაროვი რუსეთის წინააღმდეგ“, მითითებულია, რომ სასამართო პრაქტიკის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. განგრძობადი პატიმრობა შეიძლება გამართლდეს მხოლოდ მაშინ, როცა ჭეშმარიტი საჯარო ინტერესის არსებობაზე კონკრეტული გარემოებები მიუთითებს და აღნიშნული საჯარო ინტერესი, მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციისა, გადაძალავს ინდივიდუალური თავისუფლების დაცულობის ნორმას“.

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის 2015 წლის 28 იანვრის განჩინება 1გ-93-15.

განჩინებაში მოსამართლე განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლს (პატიმრობა).
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია