გამარჯვებული სტუდენტები სააპელაციო სასამართლოში სტაჟირებას გაივლიან
2015-12-24
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით და სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, დასრულდა "ბიზნეს სამართლის სკოლისა და ბიზნეს სამართლის იმიტირებული პროცესების" სტუდენტური შეჯიბრი, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლოებში შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით სამართლებრივი კაზუსის დამუშავებას და სასამართლო პროცესის ჩატარებას მოიცავდა.

კონკურსის მეორე ტური ჩატარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში ფინალური შეხვედრის შემდგომ კი გამოვლინდა კონკურსის ორი გამარჯვებული - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები ქეთევან ბარათელი და მარიამ კუტუბიძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ულოცავს გამარჯვებულებს და სასამართლო სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის მიზნით, მზადყოფნას გამოთქვამს გამარჯვებულებს შესთავაზოს სტაჟირება, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნობიან სასამართლოს საქმიანობას.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია