169-ე სკოლის მოსწავლეების იმიტირებული პროცესი
2016-01-05
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სამართლის საფუძვლები თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტებმა შეასწავლეს, სამართლის კლინიკის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს მსგავსი სახის შეჯიბრებიბისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვას.