ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე
2016-02-19
17-18 თებერვალს, ყვარელში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებსა და კვლევის მეთოდოლოგიაზე.
ტრენინგი განკუთვნილი იყო უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთავარი პროკურატურის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.
ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა ექსპერტები ჯერემი მაკბრაიდი და ნანა მჭედლიძე.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია