მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგები
2016-07-15
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 44 მოსამართლე. მათგან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლეა.
კონკურსი გამოცხადებული იყო 65 ვაკანსიაზე და მასში მონაწილეობას 122 კანდიდატი იღებდა.
თანამდებობაზე დაინიშნენ:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - მერაბ გაბინაშვილი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაკა გორგოძე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია - მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - დავით მამისეიშვილი.
12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - გოჩა დიდავა.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში - მანანა ნიკაჭაძე.
14. გურჯაანის რაიონული სასამართლო - დევი დევიძე.
15. ზუგდიდის რაიონული სასამართლო - ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი.
16. თელავის რაიონული სასამართლო - ზვიად შარაძე.
17. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ვასილ მშვენიერაძე.
18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - ეკატერინე ყანჩელი.
19. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - მამია ფხაკაძე.
20. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი.
21. სამტრედიის რაიონული სასამართლო - ლევან მეშველიანი.