სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2016-11-11
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით დანერგილი სასამართლო ტურის პროექტი კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

10 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამჯერად 107-ე საჯარო სკოლის სამართლით დაინტერესებული მოსწავლეები ეწვივნენ. მათთვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა.
მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების დანიშნულებას, სასამართლოსა და მოსამართლის როლს, არასრულწლოვანთა უფლებებს, იმსჯელეს სხვადასხვა კაზუსებზე. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტურის ბოლოს დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.

შეგახსენებთ, სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია