საგამოძიებო კოლეგიის განჩინება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე
2017-03-16
"წინასასამართლო სხდომის მოსამართლე საკითხის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე კი არ ამტკიცებს მხარის შუამდგომლობას მტკიცებულებათა დაშვებაზე, არამედ მიუხედავად მეორე მხარის პოზიციისა, ვალდებულია განიხილოს შუამდგომლობა და სწორედაც, რომ თავისი ინიციატივითაც უნდა შეამოწმოს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან მტკიცებულებათა დასაშვებად თუ დაუშვებლად ცნობა სწორედ წინასასამართლო სხდომაზე განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხია."
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას საქმეზე 1გ/337-17 (2019-03-09). განჩინება არ ექვემდებარე გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში.
საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა პროკურორის საჩივარი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერის CD დისკი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. სასამართლოს განმარტებით მხოლოდ სასამართლოს განჩინების მეშვეობით იყო შესაძლებელი აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურორმა საჩივარში აღნიშნა, რომ ვინაიდან დაცვის მხარე არ დაობდა აღნიშნულ მტკიცებულებაზე, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით დაუშვებლად არ უნდა ეცნო ეს მტკიცებულება.
საგამოძიებო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი და განჩინებაში განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, მიუხედავად მეორე მხარის პოზიციისა, ვალდებულია საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი. გარდა ამისა, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ხოლო დაცვის მხარეს უფლება აქვს, მაგრამ არაა ვალდებული სადავოდ გახადოს ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობა.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა;
☛ მტკიცების ტვირთი მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე'
☛ კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემი
☛ ინფორმაციის გამოთხოვა გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე.