თბილისის სააპელაციო სასამართლო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა
2020-03-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა


დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.
სასამართლო მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სასამართლოში მისვლისგან და სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური და საფოსტო სერვისებით.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეებს შეეძლებათ სასამართლოში ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა ამ დოკუმენტაციის სპეციალურ ყუთში მოთავსების გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ის ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ პროცესის მონაწილე პირებს.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია