ყველას აქვს უფლება გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
საჯარო ინფორმაციის მისაღებად განცხადების წარმოდგენა შეიძლება ადგილზე, ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონულად,
საჯარო ინფორმაციის პროგრამის მეშვეობით.
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა:
- ასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარი;
- პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარი;
- კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა).
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე, მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:
ნატალია კალანდია (ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
ტელ.: 1545 (შიდა ნომერი - 1301);
ელ. ფოსტა:
tbappeal@court.ge
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
საქართველოს კონსტიტუცია
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი