156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში

08-05-2015

თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, 156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის, სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის საქმიანობის, მოსამართლეთა როლის შესახებ.

პრეზენტაციის შემდგომ მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.