216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში

14-12-2015

216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბურო კვლავაც განაგრძობს სასამართლო ტურის პროექტს.
ამჯერად, სასამართლომ 216-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეებისთვის სასამართლო სისტემისა და მოსამართლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა.
ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს