განახლდა უფასო იურიდიული დახმარების (PRO BONO) ცნობარი

12-10-2016

სოციალური სასამართლოს პროექტის ფარგლებში მეხუთედ განახლდა უფასო იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაციათა ცნობარი.

განახლებული ცნობარი აერთიანებს 17 სხვადასხვა ორგანიზაციის საკონტაქტო მონაცემებსა და პირველად ინფორმაციას იურიდიული დახმარების გაწევის პირობებისა და საკონსულტაციო თემების შესახებ.

ცნობარი არსებითად განკუთვნილია თვითდამცველი პირებისათვის (self-defendent) და ვიმედოვნებთ, რომ იგი ხელს შეუწყობს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების პრინციპების განხორციელებას.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მისამართზე probono@court.ge

მიმაგრებული ფაილები

უფასო იურიდიული დახმარების ცნობარი (V) გამოცემა