ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი

25-02-2014

თბილისის სააპელაციო სასამართლო გაწევრიანდა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership (OGP)) ეროვნული საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია და შედგება საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ღია მმართველობის ფუნდამენტური პრინციპებია: გამჭვირვალობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგია და ინოვაცია.

ამჟამად ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.