ლატვიის დელეგაციის ვიზიტი

28-10-2016

თბილისის სააპელაციო სასამართლოში შედგა ლატვიის მოსამართლეთა და იუსტიციის სფეროს მოხელეთა დელეგაციის ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სასამართლოს ინიციატიცით შექმნილი რამდენიმე ელექტრონული პროგრამა:
● საქართველოს სასამართლოების შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდი (ინტრანეტი)
● ადამიანური რესურსების მართვის (HR) პროგრამა
● სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
● საჯარო ინფორმაციის პროგრამა
● სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
● უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
● ახალგაზრდული სასამართლოს პორტალი
● პროექტი - სასამართლო მაუწყებელი
● პროექტი - მენეჯერი

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და დაესწრნენ პროცესს მე-12 სხდომის დარბაზში.

ფოტოები