ოთარ გამყრელიძის საჯარო ლექცია

18-02-2014

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამართლის პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ ჩაატარა ლექცია სახელწოდებით: "საზოგადოებრივი საშიშროებისა და მართლწინააღმდეგობის ურთიერთმიმართების პრობლემა".

ლექციაზე ოთარ გამყრელიძემ ასევე მიმოიხილა, ქართული სამართალი და მოიგონა თინათინ წერეთლის ღვაწლი ქართული სამართლის სკოლის ჩამოყალიბებაში.

ლექციამ 2 საათი გასტანა და ის კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფოტო