საჯარო ინფორმაცია
2022 წლის ანგარიში
2022-12-12 |
2021 წლის 9 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სულ შემოვიდა 303 განცხადება. დეტალური ინფორმაცია გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით. | მიმაგრებული ფაილი |
2021 წლის ანგარიში
2021-12-29 |
2020 წლის 9 დეკემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სულ შემოვიდა 309 განცხადება. დეტალური ინფორმაცია გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით. | მიმაგრებული ფაილი |
2020 წლის ანგარიში
2021-01-28 |
2019 წლის 9 დეკემბრიდან 2020 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სულ შემოვიდა 253 განცხადება. დეტალური ინფორმაცია გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით. | მიმაგრებული ფაილი |
2019 წლის ანგარიში
2019-12-10 |
2018 წლის 6 დეკემბრიდან 2019 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 295 განცხადება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან 2 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას (293), საჯარო ინფორმაცია: მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა - 220 შემთხვევაში; 43 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება; 30 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. |
მიმაგრებული ფაილი |
2018 წლის ანგარიში
2018-12-07 |
2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 309 განცხადება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან 4 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას (305), საჯარო ინფორმაცია: მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა - 234 შემთხვევაში; 29 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება; 38 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. |
2017 წლის ანგარიში
2017-12-11 |
2017 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 426 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 324 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 1 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 33 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება, 67 განცხადებაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. |
მიმაგრებული ფაილი |
2016 წლის ანგარიში
2017-01-03 |
2016 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 160 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 127 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო, 33 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი იყო ისეთი სახის მონაცემები, რომელთა სტატისტიკურ აღრიცხვას თბილისის სააპელაციო სასამართლო არ აწარმოებდა. | მიმაგრებული ფაილი |
2015 წლის ანგარიში
2015-12-15 |
2015 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 123 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 87 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო, 35 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი იყო ისეთი სახის მონაცემები, რომელთა სტატისტიკურ აღრიცხვას თბილისის სააპელაციო სასამართლო არ აწარმოებდა. | მიმაგრებული ფაილი |
2014 წლის ანგარიში
2015-03-02 |
2014 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 115 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 88 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 27, მათ შორის, ერთი მოთხოვნა ეხებოდა საიდუმლო საქმის წარმოებას, ხოლო, 26 მოთხოვნა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს. | მიმაგრებული ფაილი |
2013 წლის ანგარიში
2014-01-21 |
2013 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 58 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 47 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 11, მათ შორის, 10 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას. | მიმაგრებული ფაილი |