საჯარო წესრიგის ცნების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში

05-06-2015

2015 წლის 30 მაისს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსამართლეებისა და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ჩატარდა დისკუსია თემაზე: საჯარო წესრიგის ცნების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში.

დისკუსიას უძღვებოდა კომერციული დავების განხილვაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ჰოლანდიელი მოსამართლე და არბიტრი, ბატონი ბარტ პუნტი.

დისკუსია გაიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციული და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტოები