სასამართლო ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოში

09-06-2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. ტურის ბოლოს სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები.