სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი

17-12-2014

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალურ სასწავლო კურსზე.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე და მოიცავს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სასწავლო კურსი ფასიანია.

კანდიდატებს საბუთების შემოტანა შეუძლიათ, 2014 წლის 15 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა N29 (ბულაჩაურის ქუჩის მხრიდან).

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე - www.hsoj.ge .