თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

25-05-2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის 213-ე სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სტუმრებს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. ტურის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები.