ამერიკელ მოსამართლეებთან შეხვედრა

14-02-2017

14 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აშშ-ს ჯორჯიის შტატის მოსამართლეები და სასამართლოს მენეჯერი ეწვივნენ. სტუმრებს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ალანია შეხვდა.

შეხვედრის მიზანს მოსამართლეთა უნარ-ჩვევების გაღრმავების საკითხი წარმოადგენდა. ამ კუთხით მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.

შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) ინიციატივით გაიმართა.