საჯარო ლექცია კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში

24-02-2014

განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაატარა ლექცია სახელწოდებით: "კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა".

ლექციის ფარგლებში განხილული იყო სისხლის სამართალში კაზუსის ამოხსნის ორი სტილი: განაჩენისა და დასკვნის სტილი. ლექციაზე შესრულდა პრაქტიკული დავალებები, ამოიხსნა კაზუსები ახალი მეთოდიკით, რასაც მოჰყვა დისკუსია.

ფოტო