სამძიმარი

18-03-2026

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის - ილია მეორის გარდაცვალების გამო. 

ქართველმა ერმა დაკარგა ჭეშმარიტი სულიერი მამა, რომელიც დაუღალავად, მუდმივად, მთელი თავისი შესაძლებლობებით და განუზომელი სიყვარულით ზრუნავდა თითოეული ქართველის სულიერად აღორძინება-გაძლიერებაზე. ყოველი ძნელბედობის ჟამს, ის იყო ერის იმედი, რადგან მისი სიტყვა ატარებდა გამაერთიანებლობის უდიდეს ძალას და სიბრძნეს. ჩვენი პატრიარქი, ადამიანებისადმი და მოვლენებისადმი თავისი კაცთმოყვარე, განსწავლული დამოკიდებულებით, წარმატებით ახერხებდა, ერთდროულად ყოფილიყო ორიათასწლოვანი მართლმადიდებლური სარწმუნოების განუხრელი დამცველიც და კაცობრიობისათვის სასარგებლო პროგრესის წამხალისებელიც, რის გამოც ილია მეორეს მაღალი ავტორიტეტი გააჩნდა ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ან უშუალოდ იცნობდა მას, ან ჰქონდა იოტისოდენა წარმოდგენაც კი ქართული ეკლესიისა და ილია მეორის მოღვაწეობის შესახებ, მათ შორის - სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებსა და იერარქებშიც კი.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და მის ყველა გულწრფელ გულშემატკივარს ამ დიდებული ადამიანის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი მის სულს!