სამძიმარი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონმა გიორგიმ თავისი ცხოვრება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დაცვას მიუძღვნა. მისი პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის დარჩება სამაგალითოდ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მთელ იურიდიულ საზოგადოებას.