სასამართლო ტური
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის, აბიტურენტებისა და 1-ლი, მე-2 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ყოველკვირეულად ეწყობა სასამართლო ტური, რომელიც შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.
სასამართლო ტურის ფარგლებში ვიზიტორები ისმენენ სასამართლო სტრუქტურის, სააპელაციო სასამართლოს პალატების საქმიანობის, სასამართლოში პროცესის მიმდინარების შესახებ პრეზენტაციებს, რის შემდეგაც ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ სასამართლო შენობა და სხდომის დარბაზები.
სასამართლო ტურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის მიერ (ჯგუფს, დამსწრეთა რაოდენობის მითითებით, არეგისტრირებს მასწავლებელი, ლექტორი ან ის პირი, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის მოსვლის ორგანიზებას).
ვიზიტორს, რეგისტრაციის დროს, შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი დრო სასამართლო ტურზე დასასწრებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:
(+995 32) 251 85 21 (შ/ნ 234) ან მობ.: 557 59 54 56

რეგისტრაციის ტიპი: *
საქმიანობა:*
სახელი, გვარი:*
ელ.ფოსტა:*
მობილური:*
მისამართი:*
რას ელით ტურისგან?:
© 2014, Tbilisi Court of Appeals
7a, Gr. Robakidze Ave. Tbilisi, 1059, Georgia
Call Center (+995 32) 251 85 21