საბანკო კრედიტი
2015-01-29
„სტანდარტული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებს 6 თვის განმავლობაში, თუ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მხარეები არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს. ყოველი მორიგი 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მიხედვით, სს „თ. ბ.-სა“ და ნ. გ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო ხელშეკრულებას“.

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: 2ბ/3949-13;

გადაწყვეტილებაში განხილული თემებია:

• უვადოდ დადებული ხელშეკრულება;
• ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ;
• მოთხოვნის აღიარება; მტკიცებულების ნამდვილობის პრეზუმფცია;
• საბანკო კრედიტი;
• ხანდაზმულობის ვადის დაწყება;
• მოთხოვნის წარმოშობა (ხანდაზმულობა);
• კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება;

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია:

• სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არსებობისას
• სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება;
• სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 131. მოთხოვნის წარმოშობა;
• სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 867. ცნება:
• სამოქალაქო საპროცესო კოდექსი: მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება;
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია