თანამდებობა: მოსამართლე
სახელი გვარი : ბესარიონ ტაბაღუა
ბიოგრაფია
დაიბადა 1979 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში.

1996 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკომონიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტაჟიორი.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სტაჟიორი პროკურორი.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორად.

2007 წელს (თებერვლიდან დეკემბრამდე) მუშაობდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2007-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2009 წელს (მარტიდან ივნისამდე) მუშაობდა სს 'მშენმექანიზაციაში' იურისტად.

2009 წლიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.

2010 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

არის დასაოჯახებელი.
© 2014, Tbilisi Court of Appeals
7a, Gr. Robakidze Ave. Tbilisi, 1059, Georgia
Call Center (+995 32) 251 85 21