განცხადება სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერის შესახებ
გაითვალისწინეთ, რომ:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

2. 3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-13(1) მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.


3. აღნიშნული განცხადება გადაღების მსურველი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ წარდგენილ უნდა იქნას სასამართლოს კანცელარიაში პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა.

4. მნიშვნელოვანია, რომ გადაღების მსურველი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა (ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, პროდიუსერი და სხვ.) მოსამართლის სახელზე დაწერილ განცხადებას თან დაურთონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ე.წ „პრესქარდის“ ქსეროასლები.

5. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება და ვიდეო ჩაწერა ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. ჟურნალისტებისათვის დაუშვებელია მიკროფონის ან სხვა აუდიოჩამწერი აპარატურის განთავსება სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) სამუშაო მაგიდაზე, მხარეთა მაგიდაზე, მოწმის მიერ ჩვენების მიცემისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ბრალდებულის განთავსების ადგილზე, სხდომის დარბაზის გამყოფ ბარიერზე.

6. გადაღების დროს დაუშვებელია სასამართლო დარბაზში მოძრაობა, ხმაურის, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევს დაატოვებინოს სასამართლო დარბაზი.
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია