საგამოძიებო კოლეგიის განჩინება გირაოს პატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე
2017-04-27
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას 1გ/566-17 (21 აპრილი 2017 წელი) განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 1 მარტს ს.გ.-ს შეეფარდა გირაო 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით აღკვეთი ღონისძიების სახით. განსაზღვრულ ვადაში ბრალდებულის მიერ გირაოს თანხის გადახდა არ განხორციელდა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გირაოს პატირობით შეცვლა, რაც არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. განჩინება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. საგამოძიებო კოლეგიამ განჩინებაში განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისას გადამწყვეტია დადგინდეს გირაოს გადახდა შეგნებულად არ განხორციელდა, თუ საქმე გვაქვს ვერ გადახდასთან. ამასთან აუცილებელია ბრალდებულს განმარტებული ჰქონდეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ, რაც აღნიშნულ საქმეში მოგვიანებით განხორციელდა. საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი;
☛ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების თაობაზე გაფრთხილების წესი
☛ გირაოს პატიმრობით შეცვლაზე უარის თქმა.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია