თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამედიაციო სივრცე გაიხსნა
2021-12-14
14 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამედიაციო სივრცე გაიხსნა. წითელი ლენტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს დიმიტრი გვრიტიშვილმა (თბილისის სააპელაციო სასამართლო) და ირაკლი ყანდაშვილმა (სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია).

სასამართლოში მოწყობილი სამედიაციო სივრცე სრულად უზრუნველყოფს სამედიაციო სესიების წარმართვას კომფორტულ და სასამართლო სხდომის დარბაზისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში.

მედიატორთა სივრცის შექმნა სასამართლო მედიაციის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება მიზნად, ვინაიდან აღნიშნული ინსტიტუტის სათანადოდ ფუნქციონირება მეტად უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, ეფექტიანობის გაზრდას, სასამართლოს განტვირთვას ისეთი დავებისაგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთშეთანხმებით დასრულების პერსპექტივა.

დღევანდელი ღონისძიება მედიატორთა დღის აღსანიშნად დაიგეგმა. თბილისის სააპელაციო სასამართლო ულოცავს ყველა მედიატორს პროფესიულ დღეს და წარმატებას უსურვებს მათ საქმიანობაში.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია