პოლონელი სტუდენტების ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში
2014-03-26
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით საქართველოში მყოფ პოლონელ სტუდენტებს უმასპინძლა.

ვიზიტით ფარგლებში, სტუდენტებისათვის ჩატარადა ლექცია/პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში განხილული იქნა სასამართლო სისტემა, სასამართლოს ტიპები, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა მრავალი.

ლექციის ფარგლებშივე მოხდა, საქართველოს და პოლონეთის მართლმსაჯულების სისტემებს შორის პარალელების გავლება და მათი განხილვა, გაანალიზება.

ვიზიტის მეორე ეტაპზე, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, სასამართლო დარბაზები, კანცელარია და უსაფრთხოების ოთახები.


აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა პოლონელი სტუდენტების ქართული სამართლებრივი სისტემის გაცნობას. მათთვის პიროვნული და პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

პოლონელი სტუდენტები საქართველოში იმყოფებოდნენ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA) მოწვევით.

აქვე შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში მსგავსი ტიპის შემეცნებითი ტურები მუდმივად იმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია