სააპელაციო სასამართლო მოსამართლეებმა სტუდენტთა იმიტირებულ პროცესებზე იმსაჯეს
2014-04-29
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 26-27 აპრილს აბიტურიენტების შეჯიბრის "დანაშაული და სამართალი" - იმიტირებული სასამართლო პროცესებს გაიმართა. პროცესებში 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლიდანაც 4 გუნდი შეჯიბრის ფინალში გადავიდა.

"დანაშაული და სამართალი", არის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების სამართლით დაინტერესებას, საბაზისო ცოდნის მიღებას საერთაშორისო და შიდა სამართალში.

საქმე, რომელიც აბიტურიენტებმა შეჯიბრის ფარგლებში განიხილეს სპეციალურად ამ შეჯიბრისთვისაა მომზადებული გამოგონილი ფაქტების საფუძველზე, მასში მონაწილეობენ ბრალდებისა და დაცვის მხარეები.

იმიტირებული პროცესის მსაჯულები სააპელაციო სასამართლოს მოსამათლეები იყვნენ. მოსამართლეებს: შორენა ყაველაშვილს, მაია ივანიძეს, მაია თეთრაულს, გელა ბადრიაშვილს, მანუჩარ კაპანძესა და ლევან თევზაძეს მონაწილე კონკურსანტების მომზადების დონის შეფასება უწევდათ.

"დანაშაული და სამართლი"-ის ნახევარფინალი 3 მაის, ხოლო ფინალი კი 4 მაისს სააპეალციო სასამართლოში შედგება.

სააპელაციო სასამართლო განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია