მოსწავლეები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-05-01
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, გარდაბნის, დმანისის და მარნეულის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ივანიძეს და მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის შესახებ.

მოსამართლე მაია ივანიძემ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, სტუდენტებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა...

პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლექციის ბოლოს კი მოსამართლე მაია ივანიძემ მოსწავლეებს წიგნები უსახსოვრა.

ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ფოტო
ვიდეო / აუდიო

ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია