პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება
2014-07-11
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ბრალდებულ ი. ე.-ს ადვოკატის - დ. ძ.-ს საჩივრი აღკვეთის ღონიძიების სახით ი. ე-ს მიმართ პატიმრობის ნაცვად 5000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.
ი.ე.-ს და მასთან ერთად ო. მ.-ს ბრალი ედებოდათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ფაქტზე.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და ჩადენილი ქმედების ხასიათის მიხედვით, არსებობდა რეალური საფრხე ბარალდებულის მიმალვის, მის მიერ მოწმეებზე ზემოქმედებისა და ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების გზით მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის რისკი.
სწორედ ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ეფექტური და მიზანშეწონილი სახე, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იყო პატიმრობა.
კოლეგიას მიიჩნია, რომ ადმიანის უფლებათა და თავისუფლებათა ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება, ისეთი, როგორიცაა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ვერ იქნებოდა ბრალდებულისგან მომდინარე რისკების პროპორციული და ვერ გახდებოდა სათანადო შემაკავებელი ეფექტი, რის გამოც არ იქნებოდა გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების ადეკვატური.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანიციის მოსამართლის გადაწყვეტილება ოყო კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.