2014 წლის შემაჯამებელი ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში
2014-11-27
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გერმანიისა და პოლონეთის მოსამართლეთა დელეგაციებს 2014 წლის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა. სამმხრივი შეხვედრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ხელმძღვანელობდა.

სამუშაო სესიის ფარგლებში სამივე ქვეყნის მოსამართლეთა მონაწილეობით განხილული იყო სასამართლოს ხარისხის მართვის და მენეჯმენტის თემები. განხილვებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, სასამართლო ადმინისტრირებაში ჩართული მენეჯერები.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, მხარეებმა შეაჯამეს გასულ წელს გაწეული სამუშაოები და ნაწილობრივ დაგეგმეს მომავალი წლის სამუშაო შეხვედრების თემატიკა.
აღნიშნული შეხვედრები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ქართულმა მხარემ უკვე მრავალგზის უმასპინძლა დრეზდენისა და ვროცლავის სასამართლოს დელეგაციებს. GIZ-ის დახმარებითვე არაერთხელ შედგა ქართველ მოსამართლეთა ვიზიტები დრეზდენისა და ვროცლავი სასამართლოებში.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია