მოლდოვეთის დელეგაცია სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-12-01
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოლდოვეთის დელეგაციის ვიზიტი შედგა. მოლდოვეთის დელეგაციას სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის წევრებმა გაუწიეს მასპინძლობა.

როგორც შეხვედრის დასაწყისში მოლდოვეთის დელეგაციის წევრმა მოსამართლე იულია სირიკუმ განაცხადა, საქართველო და მოლდოვა ერთად მიიწევენ ევროკავშირის წევრობისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ მოლდავეთმა საქართველოს ოდნავ გაუსწრო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში, სასამართლო რეფორმის ფარგლებში ქართულ მხარეს უფრო მეტი აქვს გაკეთებული ვიდრე მოლდავეთს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესწავლა-გაზიარება.

ქართულმა მხარემ, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული ცვლილებების შესახებ, რეფორმებზე რომელებმაც შეცვალეს საზოგადოების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. მხარეებმა გამოცდილება გაცვალეს სასმართლოს შიგნით დანერგილი ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამებისა და მოსამართლეთათვის საქმეთა განაწილების წესზე.

ვიზიტის ბოლოს სტუმრება დაათვალიერეს სხდომის დარბაზები, შეაფასეს ვიდეო კონფერენციის აპარატურის მოქნილობა, გაეცნენ სასამართლოს უსაფრთხოების სისტემებს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია